გემოები და მოგონებები ონიდან
ონი ხელნაკეთი, და არა მასიური წარმოების ადგილია. ასე რომ, როდესაც სახლში სუვენირს ან ადგილობრივ დელიკატესს წაიღებთ, თან წაიღებთ რაიმეს, რაც ნამდვილი ოსტატობით, ზრუნვითა და პირადი შეხებით არის დამზადებული.
გაიცანით ოსტატები ონიდან
ნანიკო იარალაშვილი - ნანარტონი
ონელი ოსტატი, რომელიც ქმნის თექის მინიატურებს და ადგილობრივი ალპური ყვავილებისა და ტიხრული მინანქრის ხელნაკეთ სამკაულებს.
კოტე თაგვაძე - რაჭული გემო
რაჭული ლორი გამორჩეული ადგილობრივი დელიკატესია, რომელიც ადგილობრივი ღორის ჯიშისგან მზადდება და მდიდარი არომატისთვის იბოლება საგანგებოდ შერჩეული ხის ნაფოტებზე.
ეკატერინე ციხისელი - რაჭული მადლი
ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანეთში მოპოვებული კენკრისა და მცენარეებისგან დამზადებული მურაბები და ჯემები.