პროექტის შესახებ
2025 წლის აგვისტოდან ონის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მთიანი საქართელოს ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში ახორციელებს პროექტს - ონის LAG ადგილობრივი განვითარების სამსახურში.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტია: 17,507 ევრო
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები
LAG-ის შესაძლებლობების განვითარება
მოხდება ონის LAG-ის საოპერაციო ნაწილის შესაძლებლობების გაძლიერება
ადგილობრივი განვითარების ფორუმი
განხორციელდება და ტრადიციად დამკვიდრდება ადგილობრივი
განვითარების ყოველწლიური ფორუმი
ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა
ჩატარდება ონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების საჭიროებებისა და
სურვლების კვლევა ინფრასტრუქტურის, რესურსებისა და უნარების შესახებ
ფინანსებთან წვდომა
ონის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სხვადასხვა დაფინანსების მექანიზმების მოძიებაზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნა გარდაქმნან ბიზნესებად.
ადგილობრივებისთვის შესაძლებლობების განვითარება მეწარმეობაში
ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჩატარდება ტრენინგები
ბიზნესის/მეწარმეობის მიმართულებით
ტურიზმის პოტენციალის გაგება
განხორციელდება ონის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ინვენტარიზაცია
ახალი ტურისტული პროდუქტები
ჩატარდება ინოვაციური ტურისტული პროდუქტების იდეათონი
ეკო-ფერმერების ქსელი
შეიქმნება ეკო და მდგრადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის
მწარმოებელთა ქსელი